საბედისწერო სტუმრობა დიდ დიღომში, რომელიც სტუმრებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ვინაობა და მომხდარის გარკვეული დეტალები ცნობილია. 

გუშინვე გაირკვა, რომ საზარელ ტრაგედიას ახალგაზრდა ქალი, ნათია ციცვიძე ემსხვერრპლა. მედიკოსებმა ვერც მისი მცირეწლოვანი შვილის გადარჩენა შეძლეს. იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ნათია ციცვაძის 4 წლის შვილიც. პატარა რეანიმაციუულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ძლიერი აფეთქება კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი, მეუღლესთან, ფრიდონ ფირალაშვილთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც დღეს გაირკვა, გარდაცვლილია ნათიას და, ნინო ციცვიძე, რომელიც ოჯახის წევრის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. 

კიდევ ერთი გარდაცვლილი კი 30 წლის ლევან დავლაძეა. ახალგაზრდა ნინო ციცვიძის მსგავსად ტრაგედიის დღეს, აღნიშნულ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა. 

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა გასაღების ასაღებად ავიდა. ბინის მეპატრონე კი მას ეზოში ელოდებოდა.