4 ლოგიკური ამოცანა, რომლებიც თქვენს გონებას გამოაფხიზლებს
- 18/01/19
- 1363 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამ ამოცანების ამოხსნას ზოგი შესვენების, ან თუნდაც ბუტერბროდის მირთმევის დროსაც შეძლებს. სხვები კი მათზე რამდენიმე საათს დახარჯავს და მაინც ვერ მიხვდებიან რაში იყო ხრიკი. ჩვენთან ერთად ტვინის ამუშავებასა და ამ ლოგიკური ამოცანების „ჩაკნატუნებას“გთავაზობთ.
1. ამოცანა პატიმრებზე
4 პატიმარს სიკვდილი აქვს მისჯილი. მათ 2 დიდი და 2 შავი ქუდი დაახურეს. მამაკაცებმა არ იციან რა ფერის ქუდი ახურავთ მათ. პატიმრები ერთმანეთის უკან ჩაამწკრივეს (იხ. ნახატი) ისე, რომ:
პირველ პატიმარი მეორე და მესამე პატიმარს ხედავს.
მეორე პატიმარი მესამეს ხედავს.
მესამე პატიმარი ვერავის ხედავს.
მეოთხე პატიმარი ვერავის ხედავს.
ნებისმიერ პატიმარს, რომელიც თავისი ქუდის ფერს დაასახელებს მოსამართლე თავისუფლებას შეჰპირდა.
კითხვა: ვინ დაასახელა თავისი ქუდის ფერი პირველმა?
2. სირთულეები გზაზე
ერთ ადამიანს თავისი მანქანისთვის ბორბლის გამოცვლის დროს ოთხივე სამაგრი ჭანჭიკი საკანალიზაციო მილსადენში ჩაუცვივა. მათი იქიდან ამოღება შეუძლებელია. მძღოლი უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ გზაში დიდი ხნით გაიჭედა, თუმცა გვერდით მიმავალმა ბავშვმა მას ბორბლის დამაგრების ხერხი შესთავაზა. მძღოლმა გაითვალისწინა მისი რჩევა და გზა მშვიდად განაგრძო.
კითხვა: რა რჩევა მისცა ბავშვმა მძღოლს?
3. ბაჭიებიანი გალიები
ეზოში რიგში 3 დიდი გალია იდგა. ისინი სხადასხვა ფრად იყო შეღებილი: წითლად, ყვითლად და მწვანედ. გალიებში ბაჭიები ცხოვრობდნენ: მწვანეში მათი რაოდენობა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ყვითელში. ერთხელ მარცხენა გალიიდან 5 ბაჭია ამოიყვანეს, დარჩენილების ნახევარი კი წითელ გალიაში გადაიყვანეს.
კითხვა: რა ფერის იყო მარცხენა გალია?
4. ვინ არის დამნაშავე?
გვიან საღამოს უცნობმა მანქანამ ადამიანი გაიტანა და მიიმალა. მორიგე პოლიციელმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ექვსმა ადამიანმა, რომელიც შემთხვევის დროს ახლოს იყო, ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენება მისცა.
- ,,ეს იყო ლურჯი ფერის მანქანა და მის საჭესთან მამაკაცი იჯდა“
- ,,მანქანა დიდი სიჩქარითა და ჩამქრალი სანათებით მოძრაობდა“
- ,,მანქანას ჰქონდა სანომრე ნიშანი და ის არც ისე სწრაფად მოძრაობდა“
- ,,აუდის“ მარკის ავტომობილი ჩამქრალი სანათებით მოძრაობდა“
- ,,მანქანას არ ჰქონდა სანომრე ნიშანი და მას ქალი მართავდა“
- ,,ეს იყო ,,ფოლკსვაგენის“ მარკის რუხი ფერის ავტომობილი“
როდესაც ავტომობილი დააკავეს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთმა თვითმხილველმა მიაწოდა პოლიციას სწორი ინფორმაცია, დანარჩენმა ხუთმა კი 1 სწორი და 1 არასწორი ფაქტი.
კითხვა: დაასახელეთ ავტომობილის მარკა, ფერი და სიჩქარე. ქონდა თუ არა მას სანომრე ნიშანი? მოძრაობდა თუ არა ის ჩართული სანათებით? ვინ მართავდა მას: კაცი თუ ქალი?
და ბოლო კითხვა ბონუსად: მაშ რა არის ის, რასაც ერთდროულად აკეთებს ყველა ადამიანი დედამიწაზე?
პასუხები:
1. მეოთხე და მესამე პატიმარი დუმს, ვინაიდან ისინი საერთოდ ვერაფერს ხედავენ.
პირველი პატიმარი დუმს, ვინაიდან თავის წინ სხვადასხვა ფერის ქუდებს ხედავს: მეორე და მესამე პატიმრის. შესაბამისად მას თეთრი ან შავი ქუდი ახურავს.
იქიდან გამომდინარე, რომ პირველი პატიმარი დუმს, მეორე პატიმარი დასკვნას იმაზე აკეთებს, რომ მისი ქუდი არ არის იმ ფერის, რომელიც მესამე პატიმარს ახურავს, კერძოდ თეთრი.
დასკვნა: პირველმა თავისი ქუდის ფერი მეორე პატიმარმა დაასახელა.
2. დარჩენილი 3 ბორბლისთვის თითო ჭანჭიკის მოხსნა და მათი საშუალებით მეოთხე ბორბლის დამაგრება.
3. გალია იყო ყვითელი. ამოცანის პირობა გვკარნახობს, რომ მწვანე გალიაში ბაჭიების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო, შესაბამისად მასში ლუწი რაოდენობის ბაჭიაა მოთავსებული. მას შემდეგ, რაც მარცხენა გალიიდან 5 ბაჭია ამოიყვანეს, მასში ბაჭიების ლუწი რაოდენობა დარჩა, ვინაიდან ისინი მარტივად გაყვეს შუაზე. შესაბამისად, ბაჭიების ამოყვანამდე მათი რაოდენობა კენტი იყო. ამგვარად მარცხენა გალია არ არის მწვანე და არც წითელი, რაც ამოცანის პირობიდან ჩანს.
4. ეს იყო „ფოლკსვაგენის“ მარკის, ლურჯი ავტომობილი, სანომრე ნიშნით. ის დიდი სიჩქარითა და ჩამქრალი სანათებით მოძრაობდა. მანქანას ქალი მართავდა. პოლიციელის ჩვენების მიხედვით მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა, აქედან გამომდინარე ჩვენება დაბალ სიჩქარეზე არ არის მართალი და ამგვარად დარჩენილი ვარიანტების განსაზღვრა შესაძლებელი ხდება.
ბონუს კითხვის პასუხი: ისინი იზრდებიან.