რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ნათლის ღებას და როგორ აღნიშნავენ ამ უდიდეს დღესასწაულს ცნობილი ადამიანები

ყველასათვის ცხადია, რომ მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს აღნიშნავს უდიდეს დღესასწაულს- ნათლისღებას, რომელიც ერთ-ერთია შვიდთაგანი წმინდა საიდუმლოდან ახალი აღთქმის მიხედვით. ამ დღეს, ძალიან ბევრი ნათლობა იმართება და ასევე ხდება ტაძრებში მოძღვრების მიერ წყლის კურთხევა- წყალკურთხევა, რის შემდეგაც ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს ენიჭება უფლება სახლში წაიღოს ეს "განწმედილი" წყალი და მიზნობრივად მოიხმაროს.


სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.


ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.


ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.


მასასადამე, ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
 

ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღების დღესასწაულს

 

ია ფა­რუ­ლა­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- შვი­დი ნათ­ლუ­ლი მყავს, აქე­დან სამ­თან კონ­ტაქ­ტი აღარ მაქვს, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ. რო­გორც წესი, ნათ­ლის­ღე­ბას ნათ­ლუ­ლე­ბი მი­რე­კა­ვენ, მი­ლო­ცა­ვენ. მი­ხა­რია, რომ მათ ყო­ველ­თვის ვახ­სო­ვარ, შინ მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან და ა.შ. მოკ­ლედ, ნათ­ლუ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დად მე, არც ისე­თი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ნათ­ლია ვარ, რო­გო­რიც წე­სით, უნდა ვიყო. იმე­დია, მალე გა­მოვსწორ­დე­ბი (იცი­ნის).

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი, პო­ლი­ტი­კო­სი:

- ნათ­ლის­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. პი­რა­დად მე, ბევ­რი, ალ­ბათ ოცამ­დე ნათ­ლუ­ლი მყავს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ენაც­ვა­ლოთ ჩემი თავი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას ვერ ვხვდე­ბი; ვის­თა­ნაც ვა­ხერ­ხებ, მას­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც იცით, ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა მე­ცხრე თა­ო­ბამ­დე მიჰ­ყვე­ბა ადა­მი­ანს.

- თქვენ სად მო­ი­ნათ­ლეთ?

- სხვა­თა შო­რის, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, 1980-იან წლებ­ში, მოს­კოვ­ში მო­ვი­ნათ­ლე, მა­შინ კი ხალ­ხი იშ­ვი­ა­თად ინათ­ლე­ბო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩვენ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შეგვქმნია - ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ვე­დით ტა­ძარ­ში და მომ­ნათ­ლეს. ის დღე კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რდა. ერთი ნათ­ლია მყავს - მა­რი­ნა ნა­ნე­იშ­ვი­ლი. ჰოდა, მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და არა მარ­ტო მას, არა­მედ ჩემს ნათ­ლუ­ლებს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ეს დღე­სას­წა­უ­ლი მი­ვუ­ლო­ცო, სი­კე­თე და სი­ხა­რუ­ლი ვუ­სურ­ვო.


ლალი მო­როშ­კი­ნა, ჟურ­ნა­ლის­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი:

- იმ ლა­მა­ზი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ, რა­საც შობა და ახა­ლი წელი ჰქვია, კი­დევ უფრო ლა­მაზ დღე­სას­წა­ულს - ნათ­ლის­ღე­ბას ვზე­ი­მობთ და მინ­და, ეს დღე ყვე­ლას მი­ვუ­ლო­ცო. ცხრა ნათ­ლუ­ლი მყავს და ერ­თმა­ნეთს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვნა­ხუ­ლობთ ხოლ­მე. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შენი ნათ­ლუ­ლი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­სოვ­დეს და არა - მხო­ლოდ ნათ­ლის­ღე­ბას. პი­რა­დად მე, ერთი ნათ­ლია დამ­რჩა, რო­მე­ლიც სოჭ­ში ცხოვ­რობს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შორს არის, მის მხარ­ში დგო­მას მუდ­მი­ვად ვგრძნობ.


- თქვენ რო­გო­რი ნათ­ლია ხართ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნათ­ლია ვარ, რად­გან რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, ხში­რად სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მი­მარ­თაც ვერ ვარ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი. ჩემი ნათ­ლუ­ლე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან. ჩემი შვი­ლე­ბის ნათ­ლი­ე­ბი­დან კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაც­ნო­ბი - მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე და მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი არი­ან. ბავ­შვებს მათ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ; მა­რი­ნა და სან­დრო კარ­გი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ჩემი უმ­ცრო­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი და მა­ი­აც იო­ლად პო­უ­ლო­ბენ სა­ერ­თო ენას. ჩემს ვაჟ­საც მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი აქვს და რო­დე­საც მა­ი­ას უს­მენს, სულ მე­უბ­ნე­ბა, - კი­დევ კარ­გი, მა­ი­ას და­ვემ­სგავ­სე და არა - შენო; მე ხმა და მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა არა მაქვს...

ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ნათ­ლის­ღე­ბას აღ­ვნიშ­ნავ, მაგ­რამ ჩემი სამ­სა­ხუ­რი­სა და დღის რე­ჟი­მის გა­დამ­კი­დე, ისე კარ­გად ვერა, რო­გორც სა­ჭი­როა. ტა­ძარ­ში კვი­რა დღეს ვა­ხერ­ხებ მის­ვლას. შვი­დი ნათ­ლუ­ლი მყავს და ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია, მათ ლოც­ვებ­ში ვიხ­სე­ნი­ებ ხოლ­მე. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სტუ­დენ­ტო­ბი­სას მოვ­ნათ­ლე; მა­შინ არც ისე კარ­გად მქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ამ ყვე­ლაფ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა. უნდა ვე­ცა­დო, რომ ბევ­რად უკე­თე­სი ნათ­ლია და კარ­გი ქრის­ტი­ა­ნი ვიყო. პი­რა­დად მე, ბავ­შვო­ბა­ში, პა­პას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მშობ­ლე­ბის მეჯ­ვა­რე­ებ­მა მომ­ნათ­ლეს. სამ­წუ­ხა­როდ, ერთ-ერთი მათ­გა­ნი გარ­დაც­ვლი­ლია, მე­ო­რეს კი მინ­და, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ეს დღე­სას­წა­უ­ლი მი­ვუ­ლო­ცო.

- თქვენ რო­დის მო­ი­ნათ­ლეთ?

- ექ­ვსი წლის ასაკ­ში, სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მო­ვი­ნათ­ლე. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ნათ­ლია გარ­და­იც­ვა­ლა, მე კი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს მისი ნა­ჩუ­ქა­რი ალუ­მი­ნის ჯვა­რი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. მა­შინ სას­წრა­ფო წე­სით მომ­ნათ­ლეს, რად­გან ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა და ამ რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. კარ­გად მახ­სოვს ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნია. მარ­თა­ლია, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც, სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდა მქონ­და. სა­ერ­თოდ, ნათ­ლო­ბა მის­ტი­კუ­რი რამ არის და ყვე­ლა ადა­მი­ანს ვუ­სურ­ვებ, მო­ი­ნათ­ლოს, რად­გან მო­უ­ნათ­ლა­ვი ბევ­რია. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სი­ო­ნის ტაძ­რის მრევ­ლი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი, აღ­სა­რე­ბა, ზი­ა­რე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­ლდათ; ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ადა­მი­ანს ვნათ­ლავ­დი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უფრო მე­ტად ვგრძნობ­დი, ვიდ­რე რა­ი­მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას... ჩემი ნათ­ლუ­ლე­ბი­დან თბი­ლის­ში არი­ან: ლაშა შა­რან­გია, ლუკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ტა­ი­სია ჯა­კო­ბია, რო­მე­ლიც ჩემი ქრის­ტი­ნეს (იმე­და­ძე) შვი­ლია. ყვე­ლას გი­სურ­ვებთ, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მად­ლი ყო­ველ­თვის გფა­რავ­დეთ; გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლე­ბი, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და ღვთის მად­ლით სავ­სე ყო­ფი­ლი­ყა­ვით.

გია ბუ­ღა­ძე, მხატ­ვა­რი:

- ბევ­რი, ოცზე მეტი ნათ­ლუ­ლი მყავს. მათ­გან ზოგი ჩემი მე­გო­ბა­რია, ზოგი ჩემ­ზე უფ­რო­სიც კი არის, ზო­გიც მე­გობ­რის შვი­ლი გახ­ლავთ და ა.შ. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერთ ნათ­ლულ­თან კონ­ტაქ­ტიც აღარ მაქვს; არ ვიცი, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ და სად არი­ან.
 

ჩემი შვი­ლის - ლა­შას ნათ­ლი­ე­ბი სოსო წე­რე­თე­ლი და ქე­თი­ნო ბი­ძიშ­ვი­ლი გახ­ლა­ვან. ერთი წლის იყო, სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში რომ მოვ­ნათ­ლეთ.

- თქვენ რო­დის მო­ი­ნათ­ლეთ?

- და­ახ­ლო­ე­ბით, სამი წლის ვიქ­ნე­ბო­დი, როცა მომ­ნათ­ლეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში ეს დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და და რო­გორც მშობ­ლე­ბის­გან გად­მო­ცე­მით ვიცი, ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნია ფა­რუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ჩემი ნათ­ლია ალექ­სან­დრა მა­ლა­ღუ­რა­ძე იყო, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ერ­თოდ, ნათ­ლო­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს, სუ­ლი­ე­რე­ბის დახ­ვე­წი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ვფიქ­რობ, ნათ­ლის­ღე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში. ღმერ­თმა მოგ­ვცეს იმ­დე­ნი ძალა, რომ უფა­ლი ჩვენს გუ­ლებ­სა და გო­ნე­ბა­ში გა­ცხა­დე­ბუ­ლი­ყოს. ქარ­თვე­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, მისი მად­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, მფარ­ვე­ლო­ბა და ერ­თმა­ნე­თის გა­გე­ბა გვჭირ­დე­ბა, რაც უფალ­მა უნდა მოგ­ვმად­ლოს.

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- 19 იან­ვა­რი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა. ეს ლა­მა­ზი, რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ჩემი პე­და­გო­გის, ბა­ტო­ნი შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას და­ბა­დე­ბის დღე გახ­ლდათ. ნათ­ლის­ღე­ბა­სა და მის იუ­ბი­ლეს ყო­ველ­თვის ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ­დით ხოლ­მე. ვწუხ­ვარ, რომ წელს ნათ­ლის­ღე­ბას მას­თან ერ­თად, აუ­დი­ტო­რი­ა­ში ვე­ღარ შევ­ხვდე­ბით...

- თქვე­ნი ნათ­ლია ვინ არის?

- გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი! 12 წლის ვი­ყა­ვი, როცა მომ­ნათ­ლა და ეს რი­ტუ­ა­ლი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. მე და ჩემი და ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში, ერ­თად მოგ­ვნათ­ლეს. მისი ნათ­ლი­აც სა­შუ­ა­ლო ტა­ნის კაცი იყო, ჩვენ კი საკ­მა­ოდ მაღ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჰოდა, როცა მა­მა­ომ თქვა: ნათ­ლი­ე­ბი უკან და­დე­ქით და ბავ­შვე­ბი წინ და­ა­ყე­ნე­თო, ჩვენს ზურგს უკან მდგა­რი კა­ცე­ბი ვე­ღარ და­ი­ნა­ხა (იცი­ნის). მერე ისევ გვერ­დიგ­ვერდ დაგ­ვა­ყე­ნეს და ასე მოგ­ვნათ­ლეს.


- ბა­ტო­ნი გივი რო­გო­რი ნათ­ლი­აა?

- ის ზრუ­ნავს ჩემ­ზე, თუ ზრუ­ნავს! შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნათ­ლი­აა. დღეს მსა­ხი­ო­ბი რომ ვარ, ეს სწო­რედ მისი და მისი ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მსა­ხი­ო­ბო­ბა და­მა­ნათ­ლა და ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. პი­რა­დად მე, ერთი ნათ­ლუ­ლი მყავს და სამ­წუ­ხა­როდ, მას­თან კონ­ტაქ­ტი არ მაქვს. ჰოდა, ჩემს ნათ­ლულს თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით მივ­მარ­თავ, იქ­ნებ რო­გორ­მე და­მი­კავ­შირ­დეს...


- თქვე­ნი შვი­ლის ნათ­ლი­ე­ბი ვინ არი­ან?

- ჩემს შვილს ცხრა ნათ­ლია ჰყავს. სამ­წუ­ხა­როდ, ერთი ნათ­ლია გარ­და­ეც­ვა­ლა. ის თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, უნი­ჭი­ე­რე­სი გო­გო­ნა იყო...

- ჩვენს მკი­თხველს რას უსურ­ვებთ?

- თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და პირ­ველ რიგ­ში, თქვენ და თქვენს კო­ლექ­ტივს მი­ვუ­ლო­ცავ შობა-ახალ წელს და ნათ­ლის­ღე­ბას. ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებთ! თქვენს მკი­თხველს ვუ­სურ­ვებ, ხში­რად შე­ე­ძი­ნოს "გზა" და კარ­გი სტა­ტი­ე­ბის კი­თხვით დამ­ტკბა­რიყ­ვნენ. კი­დევ, ჯან­მრთე­ლო­ბას, მშვი­დო­ბას გი­სურ­ვებთ! ჩემი აზ­რით, ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ხალ­ხს "ეჟურ­ნა­ლე­ბო­დეს" და ედღე­სას­წა­უ­ლე­ბო­დეს. გა­ი­ხა­რეთ ყვე­ლამ!..

ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- თხუთ­მე­ტი ნათ­ლუ­ლი მყავს. გა­და­სა­რე­ვი ნათ­ლია არ ვარ, მაგ­რამ და­ბა­დე­ბის დღე­ებ­სა თუ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ებ­ში მათ ნამ­დვი­ლად არ ვი­ვი­წყებ. მე ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნათ­ლია მყავ­და. ორი­ვე ექი­მი იყო და მე­დი­ცი­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და­მა­ნათ­ლეს. ჩემი ნათ­ლუ­ლე­ბი, ვინც უკვე გაზ­რდი­ლია, ჭკვი­ა­ნე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან თავ-თა­ვი­ანთ საქ­მე­ში, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­ანთ წვლილს შე­ი­ტა­ნენ და იმა­ზე ბევ­რად უკე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს შექ­მნი­ან, ვიდ­რე ჩვენ და­ვუ­ტო­ვებთ.

ზა­ლი­კო სუ­ლა­კა­უ­რი, მხატ­ვა­რი:

- ნათ­ლია და ნათ­ლუ­ლე­ბი კი მყავს, მაგ­რამ ხში­რად ვამ­ბობ, რომ ცუდი ნათ­ლია ვარ, რად­გან ნათ­ლი­ამ ნათ­ლუ­ლის სუ­ლი­ერ მხა­რე­ზე უნდა იზ­რუ­ნოს, ტა­ძარ­ში ატა­როს, ჭეშ­მა­რიტ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას აზი­ა­როს და ა.შ. მე კი ამ მხრივ მო­ვი­კოჭ­ლებ. თუმ­ცა, ვა­ღი­ა­რებ, ჩემი ნათ­ლი­ე­ბი და ნათ­ლუ­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვფიქ­რობ, მა­თაც ვუყ­ვარ­ვარ. მე და ზუ­რი­კო ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, როცა მო­ვი­ნათ­ლეთ. სა­ხე­ლე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მწე­რალ­მა ედი­შერ ყი­ფი­ან­მა დაგ­ვარ­ქვა, რო­მე­ლიც ახლა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­ნის­ვე­ნებს. ჩემი ნათ­ლია მწე­რა­ლი გი­ორ­გი ცო­ცა­ნი­ძეა, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი და უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ნათ­ლუ­ლე­ბი მყავს და ნათ­ლის­ღე­ბას ერ­თმა­ნეთს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვეხ­მი­ა­ნე­ბით. მა­მა­ჩემს ოთხი შვი­ლი, თო­თხმე­ტი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და ვხუმ­რობ ხოლ­მე, - შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ისე ერე­ვა, კალ­კუ­ლა­ტო­რით და­დის-მეთ­ქი. ჰოდა, ნათ­ლუ­ლე­ბის ამ­ბავ­ში მეც ასე ვარ (იცი­ნის); შვი­დი ნათ­ლუ­ლი მყავს. ისი­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბის ნათ­ლი­ე­ბი ვინ არი­ან?

- გი­ორ­გი ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი - ჩემი მეჯ­ვა­რე და ჯონ ლე­ნო­ნა - და­ვით მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ჩემი მე­გო­ბა­რი. ნათ­ლი­ებ­ზე ერთი ანეკ­დო­ტი გა­მახ­სენ­და და თქვე­ნის ნე­ბარ­თვით, გი­ამ­ბობთ: მი­ხოს ეუბ­ნე­ბი­ან, - ბავ­შვი მოგ­ვი­ნათ­ლეო. - რას ლა­პა­რა­კობ, ჩე­მიც სხვას მო­ვა­ნათ­ლი­ნეო (იცი­ნის).

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს ყვე­ლას გი­ლო­ცავთ! თქვენს, ჩემს, ყვე­ლას ნათ­ლი­ებ­სა და ნათ­ლუ­ლებს ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ! ბედ­ნი­ე­რე­ბაა და ამა­ვე დროს, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, როცა ბევ­რი ნათ­ლუ­ლი გყავს. ასე­თი დიდი ჯვრის ზიდ­ვა ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ჩვენს უწ­მინ­დესს თუ შე­უძ­ლია.