მამაკაცი, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სომსივნე აღმოუჩინეს და ქიმიოთერაპიას უპირებდნენ სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა

ინტერნეტ მომხმარებელი გიორგი ცეცხლაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ქართველმა ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა საზღვარგარეთ ჩატარებული ანალიზების შედეგად ეს დაავადება არ დაუდგინდა.

''დღეს საღამოთი ნახევარი საათის უკან ექიმი იყო შემოსული და ჩემდა საბედნიეროდ (მე ასე ვთვლი) აღმომაჩნდა ტუბერკულოზი. ანუ როგორც ეგენი ამბობენ სიმსივნეს ღმერთის წყალობით აცილებული ვარ.

საქართველოში სიმსივნეს ვარაუდობდნენ, აქ კი გამოკვლევებით დადგინდა, რომ სიმსივნე კი არა ტუბერკულოზი მაქვს. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგან ტუბერკულოზი არის განკურნებადი, და იმ ცუდ დაავადებას ავცილდი. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, რადგან საქართველოში თავი არ დავაღუპინე და ჩამოვაღწიე საფრანგეთში. უფალმა დაგლოცოთ. მე ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები'', - ამბობს გიორგი ცეცხლაძე ვიდეო მიმართვაში.