ვინ არის 22 წლის ბიჭი, რომელიც ლიბიაში დაიკარგა

ქართველი მეზღვაური, 22 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. იგი ორი კვირაა გაუჩინარებულია და ოჯახთან კომუნიკაცია არ აქვს .ოჯახის წევრები გორის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები 22 წლის დავით რაზმაძის ადგილსამყოფელის დადგენას ვერ ახერხებენ. ნათესავების განცხადებით, რაზმაძე მეზღვაურია და ლიბიაში ნაოსნობისას, გემზე ყოფნისას დაიკარგა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ უწყებაში შეტყობინება 16 იანვარს შევიდა. თამარ იოსელიანის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინიტროსთან ერთობლივად სიტუაციის დადგენა მიმდინარეობს.

როგორც ,,დიანიუსისთვის" გახდა ცნობილი, 22 წლის ახალგაზრდა 2008 წლის 9 აგვისტოს ომის დროს, ვერხვების დასახლების დაბომბვის ამსახველი ფოტოს ერთ-ერთი გმირის, ზაზა რაზმაძის შვილია.

ის ოჯახის წევრებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ოჯახტან ერტად გორში, ვერხვების დასახლებაში იმყოფებოდა. ის და მისი ოჯახი კი მანამდე ერედვში ცხოვრობდა.