2015 წლის ევროვიზიაზე საქართველოს ეს გოგონა წარადგენს

2015 წლის ევროვიზიაზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს.

მონაწილე საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან მაყურებელმა და ჟიურიმ ერთობლივად შეარჩია. შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა გადაცემა "კომუნიკატორში" გამოვლინდა.

2015 წელს ევროვიზიის მე-60 კონკურსი ავსტრიაში გაიმართება. ნინა სუბლატი ევროპის წინაშე სიმღერით "Warrior" წარსდგება.