კარგი პერიოდია, სხვათა ნერვების მოსაშლელად - მიხეილ ცაგარელი
- 21/01/19
- 1622 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თბილისის მერის კომენტარს "გამოქანებასთან" დაკავშირებთ, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მისი გონების დაბნელებით ხსნის.
დედამიწა ნეგატიურ ველშია და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა კალაძის განცხადების მიზეზი, - განუცხადა "2020NEWS“-ს ცაგარელმა და განმარტა, რომ წინ მზის და მთვარის დაბნელება გველოდება, რა დროსაც ადამიანებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, გონება უბნელდებათ.
"როდესაც გავდივართ მზის და მთვარის დაბნელებების პერიოდს, ადამიანებს ხშირად უბნელდებათ ტვინი. არა პირდაპირი გაგებით, არამედ ალეგორიული გაგებით. ამიტომ შეცდომები, არასწორი გაგებები და პროვოკაციული მოქმედებები ყველა მხრიდან მატულობს. ეს იმ ადამიანებს უფრო ემართებას, ვინც პოლიტიკაში არიან ჩართული. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს არ სჯერათ ასტროლოგიის და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. შედეგად ანგრევენ ამ ქვეყანას. ამაშია მთელი მათი უბედურება. მათ რომ ასტროლოგია იცოდნენ, როცა არის დაბნელებების დღეები, არავითარ განცხადებებს არ გააკეთებდნენ და არავითარ პროვოკაციაზე წამოგება არ მოხდებოდა.
ეს პერიოდი კარგია "ნაციონალური მოძრაობისთვის", რადგან ისინი მოდიან პროვოკაციაზე. პროვოკაციისთვის და სხვათა ნერვების მოსაშლელად კარგი პერიოდია, მაგრამ იმისთვის, რომ შენ გაამართლო შენი პოზიცია და პროვოკატორი ადგილზე "მოსვა“, ცუდი პერიოდია. ამიტომ სხვა, დიპლომატიური ფორმა უნდა იპოვო პროვოკატორთან სასაუბროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი ტალღის აგორების ტენდენცია ყოველთვის მაღალია. შეიძლება ოპოზიციამაც გადაამლაშოს თავის პროვოკაციებში და პოზიციამაც. ამიტომ, მე ვურჩევ მათ, 25 იანვრამდე მაინც ორივე მხარემ მაქსიმალურად შეიკავოს თავი ყველა სახის განცხადებებისგან და მოქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებები ნეგატიურად აისახება ქვეყანაზეც და მათ საქმიანობაზეც“, - აცხადებს ცაგარელი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში დაკითხოს. რასაც დედაქალაქის მერმა ასე უპასუხა:
„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- თქვა კალაძემ.