ქართველი ემიგრანტი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს
- 21/01/19
- 835 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
57 წლის ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი, იტალიის ქალაქ პრატოში, 20 იანვარს დილით, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ერთ-ერთმა ემიგრანტმა განცხადება "ქართველები იტალიაში" (ასოციაცია A.I.S.) სოც. გვერდზე განათავსა :
"ქართველო ემიგრანტებო, მინდა სამწუხარო ამბავით შეგაწუხოთ - დღეს თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს. ტრაგედია მოხდა იტალიის ქალაქ პრატოში. დაიღუპა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ქალბატონი 57 წლის ლელა ჭაბაშვილი, ვაგროვებთ შესაწირს ოჯახის დასახმარებლად. თუ ვინმეს სურვილი აქვს გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. თუ ვინმეს გექნებათ საშუალება, სანამ გადავასვენებთ, მანამ იქნება ეს თანხა შესაგროვებელი. გამჭვირვალობისათვის შეგიძლიათ მიუთითოთ თანხა კომენტარში, რომელსაც თქვენ გაიღებთ."- ნათქვამია განცხადებაში