დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა

21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა!

ის ყველას სჭირდება, განურჩევლად ასაკისა, ფერისა თუ წარმომადგენლობისა. ჩავთვალოთ, რომ ის წარმოადგენს სამყაროს ენას.

თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როცა ადამიანი მიდის მონაზვნად ან საერთოდ განერიდება ყოფით ურთიერთობებს, ცხოვრობს მარტოობაში. თუ დაუფიქრდებით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანი, სრულებითაც არ არის მარტო. ის უფრო ახლოს დგას ფაქიზ, ზე-ძალებთან და სულიერ მატერიასთან არის კავშირში.

მსგავსი ადამიანების რიცხვი ძალიან ცოტაა. ამიტომ, დავურუნდეთ ჩვენს ყოფიერებას.

უბრალო, მიწიერი ჩახუტება – ერთ-ერთი კარგი რამ არის, რაც კი მოუგონებია ადამიანს. მისი საშუალებით გადავცემთ ძალას და იმავ დროულად, ვიღებთ იგივეს.

რატომ ვეხუტებთ?

რას განივცდით ამ დროს?
ხდება ხშირად ისე, რომ ვერ ვპოულობთ სიტყვებს, ემოციების გამოსახატავად. ასეთ დროს, უსიტყვო ჩახუტებას, რომელიც გამოხატულია მთელი ემოციებით, ბადალი არ ყავს. უსუტყვო მეტყველება, აყენებს ყველაფერს თავის ადგილზე.

ჩახუტება – არის „უსიტყვო-სიტყვით გამოსვლა“, გამდიდრებული, რაღაც შენი გულის და სულის სითბოს ნაწილით. რომელიც, არ უდებს ტოლს კოცნას, პირიქით, ავსებენ ერთმანეთს და განუმეორებელს ხდიან გულში ჩაკვრის მომენტებს.

ის აყუჩებს, ამსუბუქებს ხვედრს, გიცავს შიშებისგან.

დედის ჩახუტება, გათბობს და გამშვიდებს…

მეგობრის ჩახუტება, გიცავს სასოწრკვეთილებაში ჩავარდნისგან…

მასწავლებლის ჩახუტება, გმატებს თავდაჯერებულებას….

შვილის ჩახუტება გაჯერებს, ჯადოსნობებს დედამიწაზე…

ახლობლების ჩახუტება გმატებს ძალას…

ამბობენ, რომ ყველა ადამიანს სჭირდება 4 ჩახუტება დღეში რომ გადარჩეს, 8 – იგრძნოს სიყვარული, 12 – გახდეს ნამდვილი ადამიანი…

რა თქმა უნდა, ციფრებზე შეიძლება კამათი, მაგრამ აქ მთავარია, პრინციპი.

და მაინც, რას აძლევს ადამიანს ჩახუტება?
– სიმამაცეს

საინტერესოა, კონკურსებში დამონტაჟებული ვიდეო თვალი. დაფიქსირებულია, რომ ყოველ კონკურსანტს, გამოსვლის წინ ეხუტება თავისი მასწავლებელი, მშობელი, ახლობელი ან მეგობარი. ისინი ჩახუტებით გადასცემენ დამაჯერებლობის ენერგიას და უსიტყვოდ ეუბნებიან: „ყველაფერი იქნება კარგად, შენ შეძლებ, შენ გამოგივა, შენ ხარ მზად, მე შენს გვერდით ვართ“.

– ძალას

ჩახუტებით გადადის ენერგია. როცა ადამიანი არის მარტო, ის გრძნობს, რომ ძალები ეწურება. ადამიანს სჭირდება კვება, სჭირდება დოპინგი სახელად „გამბედაობა“, სწორედ მას შეიცავს ჩახუტება.

– ჯანმრთელობას

ჩახუტებას შეუძლია განკურნოს გატეხილი გული. ამისთვის ექიმთან სიარული და რეცეპტის გამოწერა არ დაგჭირდებათ .

– ინფორმაციას

ის არის, მარტივი და ყველასთვის გასაგები სხეულის ენა. ჩახუტებით ჩვენ უსიტყვოდ ვეუბნებით: „მე შენ გიცნობ, მე მჯერა შენი, მე შენ გაფასებ და მინად ყველაფერი კარგად გქონდეს .“

– დამაჯერებლობას

ადამიანს, დოპინგის – სახელად „გამბედაობის“ გარდა სჭირდება, დამატებით „ თავდაჯერებულობა“, რასაც ჩახუტება უზრუნველყოფს.

სიკეთით გევლოთ… ერთმანეთის გახარებით, მხარში დგომით, დაცვით, შთაგონებით – ჩახუტებით, როცა გრძნობები სიტყვებზე მეტია… ასე ცხოვრება გაცილებით კარგია და ადვილი…