როდიდან და რამდენით გაგვიძვირდება მობილურ ქსელებზე საუბარი?

მობილურ ქსელების მომსახურება ძვირდება. კომპანიები ამ გაძვირებასგაუმჯობესებული ხარისხით ხსნიან.

კომპანია "სილქნეტი" სატარიფო ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავს.

"ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენგაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“ - წერია კომპანიისვებგვერდზე.

კერძოდ "ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება. 

ტარიფის გაზრდას გეგმავს "მაგთიც".

18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური, რაცჯეოსელის შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. მაგთის აბონენტებისთვის კი 180 დღისგანმავლობაში 1 ლარი.

ახალ სატარიფო პოლიტიკას უკვე პროტესტი მოჰყვა სოციალურ ქსელში.