ჩცდ-ს მსახიობმა ცნობილი მომღერლის ყოფილ ცოლზე იქორწინა
- 21/01/19
- 6892 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თბილისის ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი მამაკაცი თავისუფალი აღარ არის. 32 წლის მსახიობი ირაკლი ჩხიკვიშვილი, იგივე ზურაშა დაქორწინდა. მისი მეუღლე აჩი ფურცელაძის ყოფილი ცოლი გაია ხაჩიძე გახდა.
მრავალცოლგამოცვლილ აჩი ფურცელაძეს ყველაზე გრძელვადიანი ქორწინება სწორედ გაია ხაჩიძესთან ჰქონდა, წყვილს ხუთი წელი ჰქონდა ოჯახი, ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ, მაგრამ ისევ რიგდებოდნენ. საბოლოოდ კი, მათი ქორწინება დასრულდა.
აჩი ერთ-ერთ გადაცემაში საჯაროდ ყვებოდა, თუ როგორი ეჭვიანია მისი მეუღლე, როგორ დაუჭრა ტანსაცმელები და როგორ ისტერიკებს აწყობდა სახლში.
როგორც ჩანს, წყვილმა საბოლოოდ ერთად
ცხოვრება ვერ შეძლო, რადგან გაიას ცხოვრებაში სიყვარულის სხვა ობიექტი გაჩნდა.
შავგვრემანმა გაია ხაჩიძემ ირაკლის მოხიბვლა მოახერხა. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს სოციალურ ქსელში.
ახალი სიყვარული აჩი ფურცელაძემაც მალე იპოვა. უფრო მეტიც, დაქორწინება მოასწრო და აჩი ფურცელაძის მეუღლე ახლა ელენე დუმბაძეა.