რას წერს შალვა ნათელაშვილი გარდაცვლილ ჟურნალისტზე

"თავზარდამცემია ასეთი ახალგაზრდა, მებრძოლი,ნიჭით აღსავსე საზოგადო მოღვაწის გარდაცვალება. მაგ ტელეკომპანიაში ერთადერთი ლევან ჩხაიძე იყო ის ჟურნალისტი, რომელიც ბედავდა ჩვენს მიწვევას უმწვავეს თემებზეც კი. სამარადჟამო ნათელში ამყოფოს უფალმა". - ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე დღეს ბუდაპეშტში გარდაიცვალა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ე.წ. თრომბი გახდა.

ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო.