ვერაფერზე ვფიქრობ დღეს... წავიდა ისე, უშვილოდ უძიროდ...
- 21/01/19
- 2545 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას პოსტი ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის შესახებ.
"ვერაფერზე ვფიქრობ დღეს, პოლიტიკამ ხომ საერთოდ დაკარგა აზრი, ლევან ჩხაიძის უდროო სიკვდილმა ყველა ერთნაირად დაგვამუნჯა. წარმომიდგენია რას განიცდიან მისი უახლოესი მეგობრები.
ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილში დავუახლოვდი, იმდენი კურიოზული ფოტოები გადაიღო, მე ნოდარ მელაძეს და ხუზმიკას გვიღებდა და ღლიცინებდა, როცა ყურში ნოდარ მელაძეს პოლიტიკაზე ვეჩხუბებოდი, რას ერჩი ჩემს მთავრობას-თქო, ლევანი კი იცინოდა და ჩუმად იღებდა და იღებდა ფოტოებს, ჯღარკავას და მელაძის დუეტიო ღლიცინებდა და ხუმრობდა.
დღემდე ველოდებოდი იმ ფოტოებს შემპირდა,წავიდა ბიჭი პოზიტივი, წავიდა ისე, უშვილოდ უძიროდ, დატოვა უზარმაზარი სიყვარული, განსაკუთრებით ვუსამძიმრებ ინგა გრიგოლიას მის უახლოეს მეგობარს! მგონი ჯაკოს სიკვდილმა მთლიანად ჟურნალისტიკა შეკრა და აზრი დაუკარგა ყველანაირ კინკლაობას. ასე ახლოს ყოფილა სიკვდილი, ჩვენ კი რაზე ვიშლით ნერვებს ადამიანებო", – წერს ნინო ჯღარკავა.