წაქცეული პრემიერ-მინისტრი (ფოტო -ვიდეო)

დანიის პრემიერ-მინისტრი ელიზეს სასახლეში სტუმრობისას უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა- კიბეზე ჩამოსვლისას ჰელე ტორნინგ შმიდტს ფეხი დაუცდა და წაიქცა. პრემიერის წაქცევის ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.

შემთხვევა პარიზში გამართული "ერთიანობის მარშის" შემდეგ მოხდა.

დანიის პრემიერ მინისტრი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ ნელსონ მანდელას სამგლოვიარო ცერემონიის დროსაც მოექცა, როდესაც მისმა სელფმა ობამასთან და კამერონთან ერთად მსოფლიო აალაპარაკა.





ნიუპოსტ.გე