ნინი ქარსელაძე: "ეს არის ჩვენი სასჯელი და პასუხი იმაზე..."

ნინი ქარსელაძე ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აგრესია იწვევს იმ ცუდ ამბებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება…

“ეს არის ჩვენი სასჯელი და პასუხი იმ ყველაფერზე, რა აურა, უარყოფითი ენერგია და აგრესია სუფევს ჩვენს ქვეყანაში. ადამიანები ვერ ვიაზრებთ, რამხელა ძალა აქვს ჩვენს სიტყვას და იმ ქცევას, რასაც ჩვენ ვუშვებთ კოსმოსში. ამ ყველაფრის საპასუხოდ ვკარგავთ საყვარელ და ძალიან კარგ ადამიანებს! ერთმანეთის ასეთი ლანძღვით შორს ვერ წავალთ…. იქნებ, სათითაოდ ყველა დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე, მეტი სიყვარული, სითბო და დადებითი ენერგია გავუშვათ ერთმანეთისკენ! მხოლოდ ეს გადაგვარჩენს ჩვენ და ჩვენს ქვეყანას!
ჯაკო… ლევან ჩხაიძე.
გასკდა გული.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს”.