ოჯახი 20 წლის ახალგაზრდას ეძებს

თბილისელი ოჯახი რამდენიმე დღეა 20 წლის ახალგაზრდას, მაქს საკანოვს ეძებს. დაკარგული ბიჭის ძმის ინფორმაციით, იგი სახლიდან 19 იანვარს გავიდა და მას შედეგ არ ჩანს.

"19 იანვარს საღამოს გავიდა სახლიდან, თან აქვს ტელეფონი, რომელშიც სიმ ბარათი არ უდევს, სამართალდამცავებს მივმართეთ და ეძებენ. გვიჭირს მიზეზებზე საუბარი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, არც მეგობრებთან და არც ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია“ - აცხადებს რომა საკანოვი, დაკარგული ბიჭის ძმა.

თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გექნებათ, დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555018855; 593175551 ;