გუგა მარგველაშვილის პირველი პოსტი ''მხოლოდ ქართულის'' ფინალის შემდეგ

მინდა ამ დიდი ემოციების ფონზე ყველას, „მხოლოდ ქართულის“ სულისჩამდგმელებს, ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს, სპონსორებს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისა და ძვირფასი საჩუქრებისთვის! მხოლოდ ქართული Rustavi 2

ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და აღფრთოვანება მინდა გამოვხატო ავერსის მიმართ, რომელმაც თავის რჩეულად დამასახელა და ასეთი დიდებული საჩუქარი მომიძღვნა. ოცნებები ნამდვილად ხდება - ვენის მუსიკალურ აკადემიაში მასტერ-კლასის გავლა და იქ სწავლა განსაკუთრებით ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის. ვენაში ცოდნის დაუფლება მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ჩემს პროფესიულ განვითარებასა და გამოცდილების მიღებაში. ვეცდები ყველანაირად გავამართლო თქვენი იმედები და საუკეთესო სურვილები!????????
ავერსი ფარმა - Aversi Pharma
ავერსის კლინიკა • Aversi Clinic
ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული თქვენ