კაცი, რომელმაც შეყვარებული პაემანზე მოკლა თბილისში იმალება

საქართველოში იმალება კაცი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს – ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

უცხოური მედიის ცნობით, ჯეკ შეფერდი, რომელიც გასული წლის ივლისში შარლოტა ბრაუნის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში იმყოფება.

გამოცემა წერს, რომ არსებობს ჩანაწერები, რომლებიც შეფერდის თბილისში შესვლას ადასტურებს, თუმცა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მან საქართველო დატოვა, არ არსებობს.

ჯეკ შეფარდს ბრალი ედება მდინარე ტემზაზე ნავის შეჯახების შედეგად, ქალის არაგანზრახ მკვლელობაში. შემთხვევა მდინარე ტემზაზე 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ქალი მან პაემანზე დაპატიჟა, წყვილმა მდინარეზე ნავით გაისეირნა – ეს მათი პირველი შეხვედრა იყო. ნავი, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ. შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი ქალის ოჯახი ითხოვს, ჯეკ შეფერდმა თავის დაუდევარი ქმედებებისთვის, პასუხი აგოს.

გასული წლის 26 იანვარს სასამართლომ 31 წლის მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შემდეგ შეფერდი სასამართლო სხდომაზე აღარ გამოჩენილა. უცხოურ პრესასთან შეფერდის ადვოკატები არ საუბრობენ.