7 მინიშნება ფორტუნასგან, რომ უახლოვეს მომავალში ძალიან გაგიმართლებთ

ხში­რად სამ­ყა­რო მი­ნიშ­ნე­ბებს გვიგ­ზავ­ნის და გვა­უ­წყებს, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში სულ მალე რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ ან უა­რე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. ადა­მი­ა­ნებს უჭირთ მი­ნიშ­ნე­ბე­ბის ამოც­ნო­ბა. გთა­ვა­ზობთ 7 ნი­შანს, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­არ­კვი­ოთ, გა­გი­ღი­მებთ თუ არა ბედი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

ღა­მუ­რე­ბი

შეგ­ხვედ­რი­ათ გზაბ­ნე­უ­ლი ღა­მუ­რა და გი­ფიქ­რი­ათ, ნე­ტავ ამას აქ რა უნ­დაო? ფრინ­ვე­ლი შემ­თხვე­ვით სუ­ლაც არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა თქვენს სი­ახ­ლო­ვეს. ბუ­ნე­ბამ გა­ნიშ­ნათ, რომ "ბნელ ღა­მე­ებს ნა­თე­ლი დღე შეც­ვლის".

ყუ­რე­ბის ქა­ვი­ლი

უძ­ვე­ლე­სი სიბ­რძნე გვა­უ­წყებს, რომ როცა ადა­მი­ანს მარ­ცხე­ნა ყური ეფხა­ნე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა უახ­ლოვ­დე­ბა. (თუ მარ­ჯვე­ნა ყური გე­ქა­ვე­ბათ, გჭო­რა­ვენ). მსგავ­სი ქა­ვი­ლი ხში­რად პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბა­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დის დაძ­ლე­ვა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს.

ქუ­ჩის ცხო­ვე­ლე­ბი

ცხო­ვე­ლე­ბი საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი არი­ან, რო­დე­საც ადა­მი­ან­თან და­მე­გობ­რე­ბა უწევთ. ისი­ნი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სან­დო, კე­თილ, მზრუნ­ველ და გულ­წრფელ ადა­მი­ა­ნებს ეკედ­ლე­ბი­ან. აქვე უნდა ით­ქვას, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით წუ­ნია კა­ტაა. ასე რომ, თუ ქუ­ჩის ბი­ნად­რე­ბი უფ­ლე­ბას გაძ­ლე­ვენ მო­ე­სიყ­ვა­რუ­ლოთ მათ, ან თქვენ­და­მი ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტა­ვენ, იშ­ვი­ა­თი პი­როვ­ნე­ბა ბრძან­დე­ბით. ცხო­ვე­ლე­ბი იმა­საც შე­იძ­ლე­ბა გა­ნიშ­ნებ­დნენ, რომ მალე რა­ღაც დი­ა­დი მოვ­ლე­ნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბით.

ციფ­რი "8"

8-იანი მა­გი­უ­რი და ღრმა ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ციფ­რია აზი­ურ კულ­ტუ­რა­ში. სი­ტყვა­სი­ტყვით ჩი­ნუ­რად წარ­მოთ­ქმუ­ლი "რვა" ითარ­გმნე­ბა, რო­გორც "სიმ­დიდ­რე". რა სიმ­დიდ­რე­ზეა სა­უ­ბა­რი? მხო­ლოდ ფულ­ზე? არა - მე­გობ­რებ­ზე, შვი­ლებ­ზე, ნიჭ­ზე - მოკ­ლედ, მა­ტე­რი­ა­ლურ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ფერ არა­მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე. ასე რომ, თუ 8 ხში­რად გე­ჩხი­რე­ბათ თვა­ლებ­ში, პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს ელო­დეთ.

ლაქა

თუ მარ­ცხე­ნა ხელ­ზე ლაქა გა­გიჩ­ნდათ, სამ­ყა­რო გა­ნიშ­ნებთ, რომ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვამ­დე სულ ცო­ტა­ღა დაგ­რჩათ. ასე რომ, თუ ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლეთ, ან გრძნობთ, რომ ბრძო­ლის უნა­რი აღარ შეგ­წევთ, ცო­ტაც გა­უ­ძე­ლით. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად