რუსთავში ხანძრის გამო მთელი კორპუსი ევაკუირებულია

რუსთავში, შევჩენკოს ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში ხანძარი გაჩნდა. 

ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.