თბილისის საზოგადოებრივი საპირფარეშოები – ჩალეწილი შუშები, ჩამონგრეული ჭერი…

სულ 5 თვეა, რაც თბილისში ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ე.წ. “სითი ბოქსები” დადგეს და ძალიან დიდი პრობლემის მოსაგვარებლად მცირე, თუმცა პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ, როგორც ჩანს, საპირფარეშოები უკვე გახდა ვანდალიზმის სამიზნე.
სოციალურ ქსელში დაზიანებული “სითი ბოქსების” ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ “განსაკუთრებული” წარმოსახვის მქონე ადამიანებმა არამხოლოდ უნიტაზები, არამედ ჭერიც კი დააზიანეს. ჩალეწეს მაცივრის შუშებიც.