
"მამაო მომიგზავნეს.. პრივილეგირებული იქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო“
- 25/01/19
- 809 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის სახელით მღვდელი მიუგზავნეს.
"მამაო მომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, რომ ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა", — ამბობს დათუნაშვილი.
მისი თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს და ამბობს, რომ სამართლებრივად ბრძოლას გააგრძელებს.
"დროის პროცესია. მე ვიცი, რომ ის დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. სიმართლე იზეიმებს", — აღნიშნავს დათუნაშვილი, რომელიც აქვე დასძენს, რომ ბევრი მიზეზია, რის გამოც გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს, მათ შორი არასწორი, ძალადობრივი მმართველობა და იმ ადამინების დაბლოკვა, ვინც "თვალში არ მოსდის"