ვენესუელას პრეზიდენტმა კვირაში 5 დღე უქმედ გამოაცხადა

ვენესუელის მთავრობამ, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 2 მლნ ადამიანის სამუშაო კვირა 2 დღემდე შეამცირა. ცვლილების მიზანია ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისის დაძლევა და როგორც აცხადებენ, ის დროებითია.

ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა არისტობულო ისტურისმა განაცხადა, რომ სამუშაო დღეები იქნება ორშაბათი და სამშაბათი, ხოლო კვირის დანარჩენი დღეები უქმე იქნება, სანამ ენერგეტიკული კრიზისი არ დასრულდება. სასაწავლო დაწესებულებები კი კვირაში 4 დღე იმუშავებს.

აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხელი მოაწერა ბრძანებას სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირების შესახებ და მოსახლეობას მოუწოდა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ელექტრომოწყობილობების ეკონომიურად გამოყენებას.

ვენესუელას საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის გაგრძელება, მადურომ ამგვარად ახსნა: "ვენესუელას დაცვა ეკონომიკური ომისგან", ხოლო ეკონომიკური კრიზისის მიზეზი კი ნავთობზე ფასის დაცემა გახდა, რომელსაც ვენესუელას წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური და ფინანსური ბოიკოტი დაემატა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი ნავთობზე ფასის ვარდნით დაიწყო, ხოლო 2015 წელს ქვეყანაში ინფლაციამ 180,9%-ს მიაღწია.