26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- 25/01/19
- 1688 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი
ამ დღეს დაუჯერებლად ადვილად შეძლებთ იმას, რაც ადრე შეუძლებელი გეჩვენებოდათ. გამორიცხული არაა, რომ მშობლების, მეგობრის ან პარტნიორისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღოთ. ეცადეთ ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
კურო
ბიზნესის სფეროშო დასაქმებულ კუროებს წარმატება ელით. სწრაფი რეაქცია, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი და ინტუიცია დაგეხმარებათ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა შექმნათ. ქალები შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხოს. გირჩევთ, ექიმს დროულად მიმართოთ. დიაგნოზი მოულოდნელი და უსიამოვნო იქნება.
ტყუპები
ამჟამად, თქვენი სასიცოცხლო პოტენცია მცირდება. ეცადეთ, მეტი იძინოთ, ნაკლები ინერვიულოთ და რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ. ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს წარმატება ელით. ქალები კი შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხოს.
კირჩხიბი
ურთიერთობების გარკვევის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საქმე ყვირილამდე არ მიიყვანოთ. სავარაუდოდ, ექიმთან თქვენი ვიზიტი უსიამოვნო იქნება, რადგან დიაგნოზი სრულ მოულოდნელობას წარმოადგენს.
ლომი
ამ დღეს არარეალური ოცნებაც კი შეიძლება რეალობად იქცეს. თუ საკუთარ თავში შინაგანი ენერგიის გაღვიძება მოახერხეთ, „მთების გადაბრუნებას“ შეძლებთ. ეცადეთ, ძალები გადაანაწილოთ და ახალი მოკავშირეები იპოვოთ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
ქალწული
ეს დღე ფიზიკურ დატვირთვას, ინფორმაციის მიღებას და სიყვარულის მოპოვებას უკავშირდება. შესაძლოა, მოღვაწეობის სფერო შეცვალოთ ან დამატებითი შემოსავლის წყარო მოიპოვოთ. შეგიძლიათ, კამათი, უთანხმოება და მსგავსი უსიამოვნებები დროებით დაივიწყოთ.
სასწორი
ამ დღეს არსებობს დეპრესიისა და სასიცოცხლო ძალების შემცირების ტენდენცია. შესაძლოა, მოულოდნელმა შეტყობინებამ ხასიათი გაგიფუჭოთ და ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. გირჩევთ, ექიმს დროულად მიმართოთ.
მორიელი
შესანიშნავი დღეა რთული საქმეების მოგვარებისთვის. ამ საქმეში შემოქმედებითი ხედვა და გონიერება დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ. თუ საკუთარ თავს უჩვეულო სიმპტომები შენიშნეთ, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ.
მშვილდოსანი
ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს წარმატება ელით. თქვენ გარშემო, როგორც წესი, უამრავი ადამიანია, რომლებსაც კარგი მანერებით და არასტანდარტული აზროვნებით იზიდავთ. მოკავშირეთა დახმარება, კომუნიკაბელურობა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ფინანსურ წინსვლაში დაგეხმარებათ. ქალებს ვურჩევთ, რომ პარტნიორებს კარგად დააკვირდნენ. სავარაუდოდ, ეს ის ადამიანი არ არის, ვინც გგონიათ.
თხის რქა
სავარაუდოდ, ამ დღეს თხის რქა ქალები დამატებითი შემოსავლის წყაროს აღმოაჩენენ ან მოღვაწეობის სფეროს შეიცვლიან. ემოციური გადატვირთვა ან ცხოვრების მოჩვენებითი მონოტონურობა მამაკაცებს ახალი თავგადასავლების ძიებას აიძულებს, რაც მომავალში უამრავ პრობლემას შექმნის.
მერწყული
ეცადეთ, სულიერ განვითარებას და საკუთარი თუ ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, მეგობრებთან ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობა დადგეს. გირჩევთ, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს მოწყალება და ქველმოქმედება გამოიჩინოთ.
თევზები
ამ დღის მთავარი ამოცანაა, რესურსები ეკონომიურად და მომჭირნედ გაანაწილოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და წლის ბოლომდე სრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.