17 წლის ორსულმა გოგონამ მუცელში დანა 7-ჯერ დაირტყა

რუსეთში, ომსკის რაიონში მაცხოვრებელმა 17 წლის გოგონამ მუცელში დანით 7 ჭრილობა მიიყენა. ინფორმაციას "DIANEWS.GE" ავრცელებს.
 
საავადმყოფოში მიყვანისას, გოგონამ ექიმებს განუცხადა, რომ დანაზე დაეცა, თუმცა ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებდა.
 
გოგონას, რომელიც დაახლოებით 26 კვირის ორსული იყო, თვითდაზიანება ჰქონდა მიყენებული მუცელში - სკოლის მოსწავლემ განზრახ დაიზიანა მუცელი რათა ორსულობა შეეწყვიტა.
თუმცა ექიმებმა როგორც გოგონას, ასევე ნაყოფის გადარჩენაც შეძლეს.
როგორც გაირკვა მისი ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.