
რა საჩუქარი მიიღო ქეთა თოფურიამ პირადად ვლადიმერ პუტინისგან, რომლითაც მომღერალი ძალიან ამაყობს
- 25/01/19
- 2341 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ ქეთა თოფურიას საახალწლო საჩუქარი პირადად გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცხოურ მედიაში გაჟღერდა, შემდეგ კი თავად ქეთამ საკუთარ ''ინსტაგრამის'' გვერდზე გამოაქვეყნა პუტინის ძვირფასი საჩუქრის ფოტო. როგორც გაირკვა, საახალწლო საჩუქარი სპეციალურად ქეთასთვის დამზადებული ძვირფასი ბრენდის სუნამო აღმოჩნდა. საჩუქრის ყუთს რუსეთის პრეზიდენტის ინიციალებიც ამშვენებს. ქეთა საჯაროდ უხდის მადლობას პრეზიდენტს ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის.