გორში ქუჩაში გინების გამო მამაკაცი 1000 ლარით დააჯარიმეს
- 26/01/19
- 778 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გორის მოსამართლემ ნინო შარაძემ 24-წლის მამაკაცი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე, იგინებოდა, 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, წარმოშობით ხაშურის რაიონში მცხოვრებმა პირმა, შუაღამეს პოლიციელებს - წკრიალაშვილს და მაზმიშვილსაც აგინა.
სამართალდამცველები წერენ, რომ მორიგეობის დროს, აღმაშენებლის გამზირზე შეამჩნიეს პიროვნება, რომელიც უმისამართოთ იგინებოდა. ,,მოვუწოდეთ სიმშვიდისკენ, თუმცა ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაგვემორჩილა და არ შეწყვიტა წესრიგის დარღვევა" - აღნიშნავენ პოლიციელები.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული მამაკაცი დასაქმებულია, ის ბანკში მუშაობს. მოსამართლემ განუცხადა, რომ ცუდია, როდესაც ასეთი პერსპექტიული ახალგაზრდა ამ სკამზე ჯდება:
,,მთვრალი ვიყავი, ესეთი რამ პირველად მომოვიდა, ალბათ, ნასვამობის ბრალია" - აღნიშნა დაკავებულმა.