რა გელოდებათ ხვალ - 27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- 26/01/19
- 3152 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში პლანეტების განლაგებამ შეიძლება ფინანსური დანაკარგი მოგიტანოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. შესაძლოა, მეგობრებთან ურთიერთობის გადახედვა მოგიწიოთ.
კურო
თავი შეიკავეთ მასშტაბური პროექტების დაწყებისგან. ამჟამად ამისთვის არახელსაყრელი პერიოდია. თქვენი სიფრთხილე და წინდახედულება ნამდვილად დროულია.
ტყუპები
ემოციური თვალსაზრისით, სახიფათო დღეა, ამიტომ ყველა დაგეგმილი ვიზიტი გადადეთ და სახლში დარჩით. თქვენი მოთმინება და ტაქტი ოჯახში ნდობისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნის. კარგი იქნება, თუ პატარა ოჯახურ დღესასწაულს მოაწყობთ. არახელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. თავი შეიკავეთ რემონტისა და ოთახის კეთილმოწყობისგან. შესაძლოა, მეგობრებს ან ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ.
კირჩხიბი
სამსახურში მცირე გაუგებრობა გელით. გაითვალისწინეთ, რომ არაკეთილმოსურნეებს თქვენთვის ზიანის მოყენება სურთ. ყურადღებით იყავით და დაუფიქრებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ. თქვენს მოთმინებასა და გამძლეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სამსახურის შეცვლაზე არც იფიქროთ - ამისთვის შეუფერებელი დროა.
ლომი
ამ დღეს პირად ცხოვრებაში პრობლემები გელით. სავარაუდოდ, თავდავიწყებით შეგიყვარდებათ ან პირიქით, შეყვარებულს დასცილდებით. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება.
ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. ერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. სამსახურში მოსალოდნელია დაქვეითება. არაკეთილმოსურნეთა ჭორებისა და მაქინაციების გამო უსიამოვნებები გელით, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობ და გამოცდილ ადამიანებს ენდეთ.
სასწორი
ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების შესახებ, რომელიც ამჟამად ძალიან გჭირდებათ. საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მეგობრების ან ნათესავების დახმარება მოგიწიოთ.
მორიელი
ამ დღეს შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, რომ ფარულად იმოქმედოთ და თქვენს წინააღმდეგ მიმართული ყველა ინტრიგა გაშიფროთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. გახსოვდეთ, რომ ბრაზი და აგრესიულობა პირველ რიგში თქვენ დაგაზიანებთ და ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით.
მშვილდოსანი
ნეგატიური დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო ოპერაციებისგან და საეჭვო საქმეებისგან თავი შეიკავოთ. გირჩევთ, ყველა დაგეგმილი შეხვედრა და პაემანი გააუქმოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. შესაძლოა, არასასიამოვნო შეტყობინება მიიღოთ, რაც ძალიან გაგანერვიულებთ.
თხის რქა
მოულოდნელი შეტყობინება სულიერ წონასწორობას დაგირღვევთ და ოჯახში ურთიერთობას გაგირთულებთ. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისთვის. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი მზრუნველობა და ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ, ეს დანაკლისი შეავსოთ. ერიდეთ ცეცხლთან კონტაქტს და სპირტიან სასმელებს.
მერწყული
ემოციური თვალსაზრისით, სახიფათო დღეა. გირჩევთ, ყველა შეხვედრა გააუქმოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი მეტი დრო დაუთმოთ. თქვენი სითბო და მზრუნველობა სახლში ნდობისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნის. კარგი იქნება, თუ საღამოს პატარა ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ.
თევზები
კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია კონფლიქტი, მაგრამ ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. დაუგეგმავი ფულის ხარჯვა გელით. მეგობრების დახმარებით ყველა უსიამოვნებას ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ. დასვენება ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.