ძაღლმა 100 კილომეტრი გაუარა, რათა ყოფილი პატრონისთვის ეკბინა
- 26/01/19
- 4969 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ნიუ-მექსიკოს მკვიდრი, სანტიაგო მარტინესი შვებულების გასატარებლად ალბუკერკეში გაემგზავრა. მას ყოველ წელს ჩვეულებად ჰქონდა შვებულების ამ ქალაქში გატარება, თუმცა ახლა გადაწყვიტა, თან თავისი ძაღლი, ოქროსფერი რეტრივერი წაეყვანა, რათა ეს უკანასკნელი გზაში მიეტოვებინა.
სანტიაგომ თავის ზოგიერთ მეგობარს მისი ეს გადაწყვეტილება ასე აუხსნა:
“მე მომბეზრდა ძაღლი, რადგან ვერსად ისე ვერ წავსულვარ, ეს ურჩხული თან რომ არ ვათრიო. ამიტომ პირველივე ავტოგასამართ სადგურთან გავუშვებ ჯანდაბის იქით.”
რასაც სანტიაგო არ მოელოდა, ისაა, რომ ცხრა დღის შემდეგ… მის მიერ მიგდებული ძაღლი უცებ თითქოს არსაიდან გამოეცხადა.
დაინახა თუ არა ძაღლი, სანტიაგო დანაშაულის საშინელმა გრძნობამ შეიპყრო. ის მზად იყო, თავისი ყოფილი ოთხფეხა მეგობარი ხელახლა მიეღო და დაეჯილდოებინა კიდეც ერთგულების გამო.
თუმცა, როცა სანტიაგო ძაღლის მოსაფერებლად დაიძრა, თვითმხილველების განცხადებით ცხოველს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს სურდა, ეთქვა: “შე არამზადავ, როგორ მიმატოვე?!”
როცა სანტიაგო დაიხარა, რათა ძაღლს მოფერებოდა, შინაურმა ცხოველმა მას ისე მწარედ უკბინა, რომ კაცის ყვირილი გრანდ-კანიონის ეროვნულ პარკში გაიგონეს.
შემდეგ ძაღლი გაიქცა თავის გზაზე. რამდენიმე დღე შინაურ ცხოველთა თავშესაფარში გაატარა, რის შემდეგაც პირუტყვი შესანიშნავმა ოჯახმა აიყვანა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა მის თავს.
ამ პერიოდის მანძილზე კი სანტიაგო საავადმყოფოში იწვა და ნაკბენ ჭრილობას იშუშებდა.