საუკეთესო ესეს ავტორს კანადაში მილიონ ნახევრიან ბინას აჩუქებენ

კანადელ ალა ვაგნერს თავისი 1,7 მილიონ დოლარად შეფასებული სახლის გაჩუქება სურს, თუმცა მხოლოდ იმისთვის, ვინც საუკეთესო ესსეს დაწერეს თემაზე - „რატომ შეცვლიდა თქვენს ცხოვრებას ტბის წინ მდებარე საოცნებო სახლში გადასვლა?“. ამის შესახებ განცხადება Facebook-ზე გამოქვეყნდა.

სახლის მეპატრონე ამბობს, მას სახლის დატოვება ჯანმრთელობის გამო უწევს. წერილების მიღების ვადა 5 აპრილამდეა. ტექსტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე დაწერილი და გარდა ამისა კონკურსში მსურველებმა 25 დოლარი უნდა გადაიხადონ.

500 ფინალისტიდან საუკეთესოებს ხალხი ხმის მიცემით აირჩევს, ხოლო მათ შორის საუკეთესოს ჟიურის დამოუკიდებელი წევრები გამოაცხადებენ.