საქართველოში ბანაობას მართლა კრძალავენ?
- 26/01/19
- 3238 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გრიპი გადაივლის დათბობასთან ერთად, მომავალ ზამთრამდე ყველა დაივიწყებს. წითელასაც ეშველება, კარგად მიდის აცრები. მაგრამ, ფსიქიკური მდგომარეობა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემადგენელი, მაწუხებს ძალიან. ბანაობას კრძალავენო, ვაქცინებით კლავენო, ლაბორატორიაში ანალიზებს კი არ აკეთებენ, ვირუსებს უშვებენო? რა გვეშველება?“
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ე.წ. ფეიკ-ნიუსი გავრცელდა, თითქოსდა, დავით სერგეენკოს განკარგულებით, ვირუსებთან ბრძოლის ეფექტურობისთვის, ზამთარში ბანაობა შეიძლება აიკრძალოს.