მატარებელი იაპონიაში ერთადერთი მგზავრისთვის მოძრაობს

"თუ თქვენ გოგონას აღზრდით, ჩათვალეთ რომ აღზარდეთ ნაცია"-ბრძანა დოქტორმა ჰელენ გეილმა (Helene D. Gayle). ალბათ, იაპონიას ყველაზე კარგად ესმის ეს პოსტულატი ვიდრე სხვა ნებისმიერ ერს.
იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე არსებობს ერთი სარკინიგზო სადგური კამი-შირატაკი(Kami-Shirataki) რომელიც მხოლოდ ერთი მგზავრისთვის მუშაობს.
მგზავრი პატარა გოგონაა, რომელიც სკოლაში დადის ყოველდღიურად, მატარებელი სადგურში დღეში ორჯერ ჩერდება მხოლოდ იმისთვის, რომ გოგონა სკოლაში წაიყვანოს, ხოლო შემდეგ უკან შინ წამოიყვანოს.

Japan Railways-მა სადგურის სიშორის და მგზავრთა სიმცირის გამო ამ მიმართულებით მატარებლის მიმოსვლის შეჩერება სამი წლის წინ გადაწყვიტა.თუმცა გაიგო რა გოგონას შესახებ, სადგურის დახურვა მანამდე გადაიფიქრეს,სანამ გოგონა სკოლას არ დაამთავრებს.
რკინიგზის ადმინისტრაციამ შეიმუშავა სპეციალური გრაფიკი, რომელიც მოსწავლე გოგონაზეა მორგებული.
facebook-ის გვერდზე ერთ-ერთ მომხმარებელი წერს:"რატომ არ უნდა მოვკვდე იმ ქვეყნისთვის, რომლის ხელისუფლებაც მზად არის გაიაროს ზედმეტი კილომეტრები მხოლოდ ჩემთვის".