ეგვიპტის სასამართლომ 4 წლის ბიჭუნას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ეგვიპტის სასამართლომ 4 წლის ბიჭუნას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ შეცდომა დაუშვეს. სინამდვილეში 16 წლის ბიჭი უნდა გაესამართლებინათ, რომელსაც მსგავსი სახელი ჰქონდა. აჰმედ მანსურ კურან შარარა სხვა ბრალდებულებთან ერთად გასამართლებული იყო იმ არეულობების გამო, რომელიც "მუსლიმთა საძმოს" მომხრეებმა 2014 წელს მოაწყვეს. სასამართლოში განმარტეს, რომ 16 წლის ბიჭის ნაცვლად აჰმედ მანსურ კურანი ალი გაასამართლეს. პატარა ბიჭუნას ადვოკატების თქმით, სასამართლოში მომუშავეებმა არ ჩახედეს ბავშვის დაბადების თარიღს და შესაბამისად, მოსამართლე არ იყო საქმის კურსში, რომ საქმე 4 წლის ბავშვს ეხებოდა. 

ნამდვილი დამნაშავე მვკლელობისთვის, თავდასხმისთვის და სხვა დანაშაულებებისთვის გაასამართლეს.