ეს ბიჭი 50 წლის სელინ დიონის 34 წლის შეყვარებულია

პარიზის მოდის კვირეულზე სელინ დიონი ახალ რჩეულთან, 34 წლის პეპე მუნოსიესთან ერთად გამოჩნდა. წყვილის რომანზე 2017 წლიდან საუბრობენ, თუმცა ამჯერად ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა. საინტერესოა, რომ პეპე არა მხოლოდ სელინის შეყვარებული, არამედ მისი საცეკაო დასის წევრია. ახალ რჩეულთან ერთად პარიზის მოდის კვირეულზე სელინ დიონი რამდენჯერმე გამოჩნდა და ფოტოებიდან ჩანს, რომ მათ ურთიერთობაში სრული იდილიაა.

შეგახსენებთ, რომ სელინ დიონის მეუღლე, რენე ანჯლენი, 2016 წელს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. რაც ეხება პეპეს, ის 2002 წლიდან კუბის ნაციონალური საბალეტო დასის წევრია. სელინ დიონი მან ლას-ვეგასის შოუზე გაიცნო.