როგორ მოიქცევა დღეს ჩცდ-ს ზაზა? (ვიდეო)

ბოლო დროს, მთელი ერი განიხილავს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალები“-ში ზაზასა და ქეთის ოჯახში მიმდინარე პროცესებს.


დიდი ხანია ყველამ ვიცით, ქეთი ზაზას დაშორდა. ვიცით, რომ ქეთიმ ზაზას უღალატა და სერიიდან სერიამდე ველოდებით, როდის გაიგებს ზაზას ან რომ გაიგებს, როგორ განვითარდება მოვლენები. გავიგეთ ისიც, რომ ზაზა არ ნებდება და ცოლს შერიგებას სთხოვს, თუმცა არ იცის, რატომ დატოვა იქ ქეთიმ.

სერიალის მაყურებლებს, ხშირად ავიწყდებათ, რომ ეს რეალური ცხოვრება არ არის და კომენტარებში „ურჩევნიათ“, ზაზამ ცოლის ღალატის შესახებ არაფერი გაიგოს, რადგან უბედურება დატრიალდება. ის ხომ „ზაზაა რაა.“

ეს მნიშვნელოვანი მომენტი გუშინდელ სერიაში დადგა.

ქეთიმ ქმარს წერილი დაუწერა, რომელშიც სწერს, რომ მას სხვა კაცი შეუყვარდა და ამიტომ დაშორდა . თუმცა, იმასაც დასძენს, რომ იმ სხვას უკვე დაშორდა, რადგან „მგონი ზაზაც უყვარს.“

ახლა კი, ყველანი ველოდებით ზაზას გადაწყვეტილებას, რას მოიმოქმედებს ის დღევანდელ სერიაში?