"დაოჯახებული, 31 წლის მკვლელი, ჯეკ სებასტიან შეპარდი სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა ქართველ ტელე-ჟურნალისტთან"

დაოჯახებული, 31 წლის მკვლელი, ჯეკ სებასტიან შეპარდი სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა ქართველ ტელე-ჟურნალისტთან მაიკო ჭანტურიძესთან, როდესაც ცოლ-შვილი მიატოვა და საქართველოში ჩავიდა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Dailymail - ი.

როგორც უცხოური გამოცემა, წერს შეპარდს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ურთიერთობა ჟურნალისტ მაიკო ჭანტურიძესთან სანამ საქართველოში ჩავიდოდა. ​ისინი თვეების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა შეპარდმა მოეყოლა მაიკოსთვის თავისი ვერსია, იმისა თუ როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა მის შარლოტა ბრაუნი.

24 წლის ჟურნალისტი შეპარდთან იმყოფებოდა მაშინაც, როცა იგი საქართველოში პოლიციას ჩაბარდა, რა დროსაც ქართულ სატელევიზიო არხს განუცხადა, რომ მის ბრაუნის მკვლელობა მხოლოდ ,,უბედური შემთხვევა"იყო.

გამოცემა იუწყება, რომ წყვილი ერთმანეთს აღარაფერს უმალავს და ამასთან ქართველი ჟურნალისტი თვლის, რომ სებასტიან შეპარდს ბრიტანულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ დასდო ბრალი. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი მარტის შემდეგ საქართველოში იმყოფება.

შემთხვევა, რომლის გამოც შეპარდს ბრიტანეთის პოლიცია ეძებდა 2015 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯეკ შეპარდი კატერს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქალი მდინარე ტემზაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. შეპარდმა გოგონას დახმარება არ სცადა და შეცდომაში შეიყვანა სამაშველო სამსახურიც.


primetime.ge