"წითელას აცრა ამ პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია... უკრაინაში უკვე 5 ადამიანი დაიღუპა…"

" წითელას მასიური ვაქცინაცია გრიპის ეპიდემიის დროს კატეგორიულად არ შეიძლება!"

ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას კომიტეტმა ჯანდაცვის საკითხებში გააფრთხილა შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოები :

კომიტეტის წევრებმა მოისმინეს სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კათედრის ხელმძღვანელის ოლგა გოლუბოვსკის მოხსენება გამწვავებული გრიპებისა და სხვა რესპირატორული დაავადებების დროს წითელაზე ვაქცინაციის შესახებ. 
მან აღნიშნა:

" გრიპებისა და რესპირატორული დაავადებების მატების ფონზე წითელაზე ვაქცინაცია კატეგორიულად დაუშვებელია!. 
გრიპის ეპიდსიტუაციის გაუარესების დროს მატულობს თვით წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინდივიდუალური გვერდითი გართულებების რისკი , ასევე ასეთ დროს იზრდება მიდრეკილება თვით გრიპის მიმართ იმუნური სისტემის დასუსტების გამო ,ამიტომაც გრიპების პერიოდში ვაქცინაცია წითელაზე არ შეიძლება!

ასეთი ქმედება შედეგის ნაცვლად უკუშედეგს მოგვცემს, საერთო ჯამში ნდობას დავაკარგინებთ მოსახლეობას ვაქცინაციის მიმათ.

ვაქცინაციის წარმართვა გრიპის ეპიდემიის დროს გაზრდის სიკვდილიანობას."----
განაცხადა კათედრის ხელმძღვანელმა.

2019 წლის დასაწყისისთვის უკრაინაში 5 ადამიანი გარდაიცვალა A ტიპის გრიპის ვირუსით.


www.rbc.ua