
2019 წელს 11 კლასელები სკოლაში გამოცდებს აღარ ჩააბარებენ
- 28/01/19
- 611 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გამოცდების ახალი მოდელი წარადგინა. მისი თქმით, “მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები 11 კლასელთათვის, 12-ში შენარჩუნდება, რათა ციკლი დასრულდეს.
“იმ პირებს ვინც წინა წლებში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა მე–11 კლასის გამოცდაზე. მათთვის უზრუნველყოფილი იქნება გამოცდების ჩაბარება”, – თქვა სოფო გორგოძემ.
“ეს გადაწყვეტილებები კვლევებისა და მსჯელობის შემდეგ მივიღეთ და ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი. ორიენტაცია კეთდება რეალურ ცოდნაზე და არა გამოცდაზე სკოლაში”, – განმარტა სოფო გორგოძემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ