დიდ დიღომში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ველოსიპედით მიმავალ კაცს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და/ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.