მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი

თათა ქენქაძე გათხოვდა

გაჭირვებული ოჯახიდან არც მე ვარ

წყვილმა ნიშნობის დღეები მალდივიზე გაატარა და ახალი ლამაზი ბუდე ვაკეში მოიწყო. ქორწილი და საქორწინო მოგზაურობა ჯერ წინ არის. ბედნიერ წყვილს შინ ვესტუმრეთ.

თათა:
GzaPress- ერთმანეთი 6 წლის წინ გავიცანით. ჩემი გამზრდელი ბებიის მეზობელი და შესაბამისად, ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი ლაშას კლასელი იყო და სწორედ მის ერთ-ერთ დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. დღემდე არ ვაღიარებდი, მაგრამ თქვენ გამოგიტყდებით, რომ პირველად მე მივწერე (იცინის). ლაშა ჯერ ინგლისში, მერე - ამერიკაში სწავლობდა - ეს ყველაფერი მეგობრისგან ვიცოდი. ამ ადამიანით დავინტერესდი და მივწერე. თუმცა, შეხვედრაზე არ ვთანხმდებოდი, ვაწვალებდი. თან, თვითონ ვუგეგმავდი: დღეს არა, ხვალ გნახავ-მეთქი, მერე გადაუდებელ საქმეებს ვიმიზეზებდი და არ მივდიოდი (იცინიან). ერთი წლის შემდეგ კი შევხვდი.

- ლაშა, არ ბრაზდებოდი, თათა ასე რომ გეთამაშებოდა?
- ვბრაზდებოდი, მაგრამ წყენა მალე მავიწყდება. მაქსიმუმ, 5-10 წუთი ვბუზღუნებდი ალბათ.

თათა:
- ექვსი წლის განმავლობაში ერთ დღეზე დიდხანს არ გავბუტულვართ და ეს ლაშას დამსახურებაა.

ლაშა:
- მე თბილი, რბილი ხასიათი მაქვს, ეს კი ჩვეულებრივი ავადმყოფია (იცინიან). მაგალითად, ტანსაცმელების ყიდვის მანიაკი ანუ შოპოჰოლიკია. ყოველდღე რაღაც რომ არ იყიდოს, არ შეუძლია. ასეთ დროს ჩხუბობს, ბრაზობს.


წაიკითხეთ  სრულად