
პასუხი საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე გახარებულ უგუნურებს
- 28/01/19
- 17701 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ეს სტატია არ ეხებათ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ გაუაზრებელი აღტაცებითა და სიხარულით შეხვდნენ უკან გადადგმულ რეფორმას!
ჯერ კიდევ 120-130 წლის წინ თერგდალეულები წერდნენ: “მშობლიური ენის, მშობლიური ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურისა და საბუნებისმეტყველო საგნების სათანადო დონეზე სწავლება ახსაზრდელთა სწორ მსოფლმხედველობით ფორმირებას უწყობს ხელს, ეხმარება მსოფლიო მოვლენების სწორ აღქმასა და გააზრებაში. ყოველივე ეს ყრმაში ნერგავს მხსნელ რეალიზმს, რომელიც მას იცავს უნიადაგო, ფანტასტიკური გატაცებებისგან და მტკიცედ აყალიბებს მასში რწმენას, რომ პროგრესისა და საყოველთაო კეთილდღეობის გზით სვლა შეიძლება მხოლოდ თანდათანობით, ნახტომების, ძალადობისა და რყევათა გარეშე მშვიდობიანი რეფორმების საშუალებით”. – ამიტომ საჭიროა დღეს ყველა საგნის რაღაც დონეზე სწავლა მაინც. უმაღლეს მათემატიკაზე, კვანტურ ფიზიკაზე და ახალი ქიმიური ელემენტების აღმოჩენას არ გთხოვენ არც თქვენ და არც თქვენს შვილებს.
ამ ყველაფერზე ჩვენი მამულიშვილები ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდნენ, როცა წერა კითხვაც კი არ იცოდა ერმა, სკოლებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ხომ საუბარი არ არის, მითუმეტეს მეფის რუსეთი კრძალავდა ჯერ რაიმეს სწავლებას და მითუმეტეს მშობლიურის.
დღეს საბედნიეროდ სკოლებიც გვაქვს, მასწავლებლებიც გვყვანან, არც რუსის ოფიცერი გვიკონტროლებს რაიმეს სწავალს, ბოლოს და ბოლოს მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო. პროგრესმა მოიცვა ყველაფერი და მეტ ნაკლებად ამ პროგრესმა ჩვენთანაც შემოაღწია. ამის საპასუხოდ რას აკეთებს ჩვენი განათლების სამინისტრო? აუქმებს საატესტატო გამოცდებს, ერთი შეხედვით, რომელიმე განვითარებული ქვეყნის მოქალაქის თვალით დანახულით შეიძლება ეს საატესტატო სისტემა ძალიან დაბალი დონე იყოს, მაგრამ ამ პრიმიტიულის განვითარების ნაცვლად საერთოდ რომ აუქმებ ეს ხომ უკვე ღალატია?
სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა, ერთი მხარე გახარებულია მიღებული კანონით, მეორე მხარე კი უკმაყოფილო.
პირველ მხარეს წლევამდელი მოსწავლეები და მათი მშობლები არიან, ბავშვებს აღარ მოუწევთ ზედმეტი დროის კარგვა მეცადინეობასა თუ რეპეტიტორებში, ხოლო მშობლებს ზედმეტი – ფულის! ერთი შეხედვით ბავშვებიც და მშობლებიც მართლები არიან, რატომ უნდა იარონ ბავშვებმა რეპეტიტორებთან, რატომ უნდა იღელვონ გამოცდებზე და მშობლებმა რატომ უნდა “ყარონ” ამდენი ფული!? – რადგან განათლების სისტემა არ ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვებმა 11-12 წლის მანძილზე, ისე აითვისონ მასალა, რომ რეპეტიტორებთან არ მოუწიოთ სიარული! ამ ყოველივეს მიზეზი კი პედაგოგების გადახალისების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დეფიციტია! – ხოდა ძვირფასმა სამინისტრომ ზედმეტი პრობლემა თავიდან მოიშორა და გამოცდებიც გააუქმა.
არგუმენტები კი, რომელიც ამ კანონის მიღების სასარგებლოდაა ასე გამოიყურება:
- რაში უნდა გამოადგეს მომავალ ექიმს მათემატიკა!?
- ვის რა ჯანდაბათ უნდათ ქიმიისა და ფიზიკის ცოდნა!?
- რატომ უნდა ინერვიულონ ბავშვებმა და აბარონ სკოლაში 8 გამოცდა!?
- უნარები – ეს ხომ საერთოდ სისულელე იყო!?
- ატესტატი ყველას უნდა ჰქონდეს, ეს ხომ ჩვეულებრივი ქაღალდია!?
ასობით და ათასობით ასეთი პრიმიტიული არგუმენტები უტრიალებს დღეს ნახევარ საქართველოს თავში, რაც სამწუხაროა. პრობლემაზე თვალის დახუჭვა კი წარმოშობს უფრო დიდ პრობლემას.
სულ რამოდენიმე წელიწადში ჩინეთიდან შემოყვანილი ტექნოლოგები, ირანიდან ჩამოყვანილი ბიოლოგები, თურქეთიდან ჩამოსახლებული პროფესიონალები დაიწყებენ ჩვენთან მუშაობას, რადგან ჩვენთან სათანადო კვალიფიკაციის კადრები არ გვეყოლება. სწორედ ის ხალხი დასაქმდება მათი ბავშვების მომვლელებისა და მძღოლების ვაკანსიებზე, ვინც ამბობენ რომ რა საჭიროა ზოგადი განათლება და მიესალმება ამ დეგრადაციას.
ნუთუ ისე დაბეჩავდა დღეს ქართველი, რომ საუკუნის წინანდელის გააზრებაც უჭირს!? მაშ როგორ ავუბამთ მსოფლიო პროგრეს ფეეხს!? აი თუ ვერ ავუბამთ სულ ასე ვიქნებით ყელამდე “ნეხვში” და სულ ვიოცნებებთ ბერძენ, იტალიელ და გერმანელ ბებოებს ჩაბანონ ჩვენმა დედებმა, ჩვენმა ბედოვლათმა შვილებმა კი მათ კისერზე პარაზიტულად მოსკუპულებმა იცხოვრონ!!!