პეკინზე პატრილი და მარშუტკა ერთმანეთს დაეჯახნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, პეკინის გამზირზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და საპატრულო მანქანა შეეჯახა.  არსებული ინფორმაციით, პატრულის ავტომობილი შემდეგ მოცურდა და "მერსედესის" მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ქალი მსუბუქად დაშავდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.