
წყალმომარაგების ინფორმაციით ქუთაისს 1 წლით სასმელი წყლის მიწოდება შეუჩერდება
- 30/01/19
- 1767 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, ქუთაისს ერთი წლის განმავლობაში წყალი შეუწყდება.
კომპანიის მიერ გამოგზავნილი სმს გზავნილში წერია, რომ 30 იანვრიდან, 1-ელ იანვრამდე წყალი ქუთაისს ტექნიკური სამუშაოების გამო შეუწყდება.
ქუთაისში, კომპანიის მიერ გამოგზავნილ სმს-შეტყობინებას, სოციალურ ქსელში გამოხმაურებები უკვე მოჰყვა, ისინი ვარაუდობენ, რომ გზავნილში 30 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე უნდა ეწეროს.