იტალიაში კიდევ 2 ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში, ქალაქ ბარში ორი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ,,პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი ორივე ქალბატონი, ლია გავაშელი და ნანა ნადირაძე, მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალბატონების ახლობლები ეხმაურებიან.

ნონა უგულავა: ,,ძალიან ძნელი და მტკივნეულია ლია შენს შესახებ წარსულ დროში საუბარი! ჩემო თბილო,ტკბილო და უაღრესად კეთილშობილო.ძალიან დაგვაკლდები ლიაკო.  ღმერთმა ნათელი მიაგოს შენს ლამაზ სულს".

ლია გუგეშაშვილი: ,,ძალიან გული მატკინე ლიკო, ჩემო ბავშვობავ, ჩემო თბილო და კეთილო მეგობარო".