კვლევამ აჩვენა, რომ ბებია-ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებს ზრდიან უფრო დიდხანს ცოცხლობენ
- 30/01/19
- 2333 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მეცნიერებმა ახლახანს დაასრულეს მუშაობა კვლევაზე, რომელიც ბებიებსა და ბაბუებს ეხება. აღმოჩნდა, რომ ბებია-ბაბუები, რომლებიც შვილიშვილების აღზრდაში არიან ჩართულნი, უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ: „შვილიშვილების აღზრდაში ჩართული ბებიებისა და ბაბუების სიკვდილიანობის რისკი 37–%-ით არის შემცირებული“, – ნათქვამია კვლევის დასკვნაში.
ამ დრომდეე 100%-იანი სამედიცინო ახსნა ამ მოვლენას არ აქვს, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ რამოდენიმე მიზეზია წამყვანი:
- შვილიშვილების აღზრდის პროცესში მოხუცებს უჩნდებათ მიზანი, რომელიც მათ უფრო სიცოცხლისუნარიანს ხდის.
- ბავშვების მოვლა ბებიებსა და ბაბუებს აიძულებთ, ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას მეტი დრო დაუთმონ.
- ბავშვებთან ერთად გატარებული დროის შედეგად მიღებული პოზიტიური ენერგია ორგანიზიმში უარყოფით პროცესებს აფერხებს.
- მეცნიერების აზრით, თავად ბავშვებიც მეტ პოზიტივს იღებენ ბებიებთან და ბაბუებთან ურთიერთობით, რომლებიც მათთვის უფრო იცლიან, ვიდრე მშობლები.