კახეთში მე-12 კლასის მოსწავლე საკუთარმა ნათესავმა გაიტაცა დაოჯახების მიზნით
- 30/01/19
- 1281 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
კახეთში, იორმუღანლოში 19 წლის გოგო გაიტაცეს. ამის შესახებ რადიო "ივრიტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მე-12 კლასის მოსწავლე საკუთარმა ნათესავმა დაოჯახების მიზნით გაიტაცა.
გატაცებული გოგო სკოლიდან დაბრუნებული მარტო იმყოფებოდა სახლში. ამ ინფრომაციას გოგოს ნათესავები ადასტურებენ. გატაცებულის ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.


