კახეთში მე-12 კლასელი მამიდაშვილის მოტაცების გამო 28 წლის მამაკაცი დააკავეს

28 წლის სამირ ახმედოვი რამდენიმე საათის წინ პოლიციამ აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება იორნმუღალოს მიმდებარე, ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

12 კლასის მოსწავლე ემილია განბაროვა თავისუფალია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის საკუთარი მამიდაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას კატეგორიულად მოთხოვს. მათივე განცხადებით, მას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ემილია განბაროვას ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. წინასწარი ინფორმაციით, ის მამიდაშვილმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა და ოჯახს უმალავდა.