
გორში 30 წლამდე მამაკაცი ცოლის ობოლ დის შვილზე ძალადობის გამო დააკავეს
- 30/01/19
- 1143 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით გორის რაიონში, ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცოლის დის შვილის ცემას ედავება. როგორც დაკავებულის მეზობლები „ნიუპოსტს“ უყვებიან, მამაკაცი ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. სავარაუდო მოძალადის დაკავების შემდეგ, ძალადობის მსხვერპლი და მისი ძმა ხაშურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.
“ობლები არიან ბავშვები, დეიდა ზრდიდა. ჩვენ ვიცით, რომ ხშიად ძალადობდნენ. აგინებდა ბიძამისი, ცემდა ბავშვებს. საშინელება ხდებოდა. გუშინ იყო პოლიცია, გამოკითხეს ბავშვებიც, დიდმა გოგომ მოუყვა ყველაფერი“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.
როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის მიმართ სხვა არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს. დაკავებულს 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.