"ნუ ილაპარაკებთ ქუჩაში და ნუ ისუნთქებთ ღრმად"

მიმდინარე კვირაში აშშ-ში ანომალიური ყინვებია მოსალოდნელი. მეტეოროლოგების განმარტებით ამის მიზეზი პოლარული ციკლონია, რომელმაც ამერიკას გადაუარა. მათი პროგნოზით ტემპერატურა შესაძლოა -53 გრადუსამდე დაეცეს. არსებობს ადამიანების გაყინვის საფრთხე, თუ ძლიერი ყინვაში 10 წუთზე მეტი გაჩერდებიან.

აიოვას შტატის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ურჩია, რომ გარეთ ყოფნისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ღრმად სუნთქვას და თავი შეიკავონ ქუჩაში საუბრისგან. ვისკონსინი, მიჩიგანის, ილინოისის , ალაბამას და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყინვის პიკი სამშაბათიდან ხუთშაბათამდეა მოსალოდნელი.