დღეს ღამის 4 საათზე დააყენეთ მაღვიძარა - თქვენ საოცრება გელით

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვას გვთა­ვა­ზობს. რას უნდა ელოდ­ნენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი?

"უკვე ჩა­ი­ა­რა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის მო­რიგ­მა სე­რია, თუმ­ცა ამ კვი­რას ჯერ კი­დევ ეტყო­ბა გა­მო­ყო­ლი­ლი სირ­თუ­ლე. არის და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არის ასე­ვე ნე­გა­ტი­ვიც. მზი­სა და მერ­კუ­რის შე­ერ­თე­ბა, რო­მე­ლიც მთელ კვი­რას ფო­ნად გას­დევს, ცოტა რთუ­ლი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ შე­ერ­თე­ბას შე­უძ­ლოა გა­ხა­დოს ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად ზე­და­პი­რუ­ლე­ბი, ვიდ­რე ეს სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, ასეთ დროს კონ­ტაქ­ტებს ად­ვი­ლად ვამ­ყა­რებთ, და და­პი­რე­ბებ­საც იო­ლად ვიძ­ლე­ვით, თუმ­ცა სა­კი­თხა­ვია, რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი, ან სა­ერ­თოდ შეს­რულ­დე­ბა კია ის და­ნა­პი­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ გა­ვე­ცით ან მი­ვი­ღეთ? გარ­და ამი­სა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მოგ­ვე­მა­ტოს ათას ად­გილ­ზე წას­ვლა-მოს­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. უაზ­რო ფუს­ფუ­სი, წვრილ­მა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი. მეხ­სი­ე­რე­ბა, ცოტა არ იყოს, შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობს და რა­ღა­ცით იმ კომ­პი­უ­ტერს წა­ა­გავს, რო­მე­ლიც გა­დატ­ვირ­თვას სა­ჭი­რო­ებს...

მზე - მერ­კუ­რის შე­ერ­თე­ბის სა­სი­კე­თო ზე­გავ­ლე­ნა კი მხო­ლოდ 30 იან­ვა­რისდად­გო­მი­დან გამ­თე­ნი­ის 4 სა­ა­თამ­დე შე­იქ­მნე­ბა, რო­დე­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუსტ შე­ერ­თე­ბა­ში მოვ­ლენ. ეს დრო შე­სა­ნიშ­ნა­ვია გო­ნე­ბის ზე­ი­მი­სათ­ვის, რად­გან მზე - ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რი და მერ­კუ­რი - გო­ნე­ბა ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტურ თან­ხვედ­რა­ში მო­დი­ან! ამ დროს სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი ბიო-რიტ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - გვძი­ნავს. ამი­ტომ არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სწო­რედ ძილ­ში, სიზ­მარ­ში მი­აგ­ნოს გო­ნე­ბამ სა­ჭი­რო პა­სუ­ხებს იმ კი­თხვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე გაქვთ. მათ ვი­საც სიზ­მრის გა­მო­ტა­ნა გი­ჭირთ, შე­გიძ­ლი­ათ 4 სა­ა­თის­თვის მაღ­ვი­ძა­რა და­ა­ყე­ნოთ და ვიდ­რე ბო­ლომ­დე გა­იღ­ვი­ძებ­დეთ და ცნო­ბი­ე­რი სიზ­მარ­ში ნა­ნახს დაბ­ლო­კავ­დეს, აღიდ­გი­ნოთ და და­ი­მახ­სოვ­როთ - რა გი­კარ­ნა­ხათ თქვენ­მა ქვეც­ნო­ბი­ერ­მა...კვი­რის მე-2 ნა­ხე­ვა­რი­დან ირ­თვე­ბა იუ­პი­ტე­რის და­დე­ბი­თი სექ­სტი­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი მზეს­თან და მერ­კუ­რის­თან. ეს კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მის­ცემთ მერ­წყუ­ლებ­სა და მშვილ­დოს­ნებს, აგ­რეთ­ვე მათ, ვი­საც რუ­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ამ ზო­დი­ა­ქო­ე­ბის მე­ო­რე დე­კა­დის ფარ­გლებ­ში აქვთ გან­ლა­გე­ბუ­ლი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში მზი­სა და იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა, სექ­სტი­ლი ან ტრი­ნი აქვთ... მათ მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი ელით! თუმ­ცა შე­საძ­ლოა ეს ას­პექ­ტი არც მზე-იუ­პის კვად­რა­ტუ­რის მფლო­ბე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნონ ური­გოდ, რომ იტყვი­ან, მონ­დო­მე­ბას გა­აჩ­ნია.

ახლა კი ცოტა უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით, რა შან­სე­ბი გვეძ­ლე­ვა ამ პე­რი­ოდ­ში:

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჯან­მრთე­ლო­ბა და გუ­ნე­ბა გან­წყო­ბა! და­მე­თან­ხმეთ, ეს არც ისე ცო­ტაა სხვაც რომ სულ არა­ფე­რი იყოს. მაგ­რამ არის ბევ­რი სხვაც, კერ­ძოდ კი-სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის შან­სე­ბი, მხარ­და­ჭე­რა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა­გან, უფ­რო­სო­ბი­სა­გან, შე­მო­სავ­ლის წყა­როს ზრდა, კარ­გი, სტა­ბი­ლუ­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა,ოჯახ­ში, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბე­ბის თუ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია ნიშ­ნო­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა ცო­ტა­თი ად­რეა ჯვრის­წე­რის­თვის. ერ­თა­დერ­თი საფრ­თხი­ლო რა­ცაა, არ გა­დას­ცდეთ და­გეგ­მილ ბი­უ­ჯეტს. რო­გორც ზე­ვით გი­თხა­რით, ას­პექ­ტი იმუ­შა­ვებს მთე­ლი ეს კვი­რა. განაგრძეთ კითხვა